ვინც თავს ტელევიზიას ან ჟურნალისტს ეძახის იქნებ ცოტა მაინც გამოფხიზლდეთ. ქალბატონი ნინო ბურჯანაძეს მიპატიჟება, კი ბატონო თქვენი ნებაა, როგორც თქვენს ეთერში, ასევე თქვენს რიგებში თუ თქვენს საერთო ოპოზიცურ მაგიდასთან, მაგრამ მისი პრორუსული პოლიტიკური ორიენტაცია, რომ უხერხულობას არ გიქმნით ესეც გასაგებია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი წერს.
„რა ვიცი, რა ვიცი, იმ დროს, როცა საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირში ბრიფინგს მართავს, ნინო ბურჯანაძე Эхо Москвы-ს ინტერვიუს აძლევს და პუტინს ქება-დიდებას ასხამს, ოპოზიცია ხელისუფლებას კურსს უწუნებს? საინტერესოა არა, ვის რა საგარეო პოლიტიკური კურსი აქვს?! ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს ევროპის საბჭოს პრეზიდენტს და ხვალ ნატო-ს გენერალურ მდივანს ხვდება თუ ოპოზიციას, პუტინის მებაირახტე ნინო ბურჯანაძე, რომ ჰყავთ ერთ-ერთ ლიდერად და თანამოაზრედ?
p.s. ხო, მართლა, ბოიკოტში მყოფ ნინო ბურჯანაძის თანამოაზრე ოპოზიციას, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჟოზეფ ბორელის კორუმპირებულად და რუსეთის აგენტად გამოცხადება არ დაგავიწყდეთ, მით უმეტეს როცა ბატონმა ბორელმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა: „ეუთოს მიაჩნია, რომ 2020 წლის არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი“, – წერს ნიკოლეიშვილი.