“უნდა მივიდეთ ხალხთანო”- თქვენ კი მიდიხართ, მაგრამ ეს ხალხი გელოდებათ? ან გეპატიჟებათ? უნდათ კი თქვენი მისვლა?, – ასე მიმართავს ოპოზიციას ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
“Пролетарии всех стран, соединяйтесь! (პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით)“ -ეს, საერთაშორისო რევოლუციური პროლეტარიატის დევიზი და მოწოდება გახლდათ !
„15 მაისს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ!“ -ეს კი „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი რევოლუციური დევიზი და მოწოდება გახლვათ !
პროლეტარიატის ამ ამ დევიზმა, ასე თუ ისე 70 წელი იარსება, მერე კი მოკვდა და დაიშალა, როგორც საბჭოთა კავშირი…
„15 მაისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ,“ რამდენი ხანი გაძლებს, აი, ეს კი…რამდენჯერ უნდა შეკრიბოთ ეს ხალხი (და რამდენი?!), რამდენჯერ უნდა მოუყვეთ თქვენს საგმირო საქმეებზე, რამდენჯერ უნდა დაპირდეთ, რამდენჯერ უნდა მოატყუოთ და დაშალოთ…ისევ შეკრიბოთ უფრო ცოტა, ისევ დაშალოთ, მერე სულ ცოტა, ისე თვითონაც იშლებიან…
15 მაისი! დრო ცოტა ხომ არაა15 მაისამდე, მოასწრებთ? იქნებ 15 აგვისტო ჯობდა? არა, არ ვარგა ცხელა, 15 სექტემბერი? შეიძლება ისევ ცხელოდეს! 15 ოქტომბერი ან 15 ნოემბერი, არაა ცუდი აზრი თუ არ ეციება!… არა ამინდებიც, რომ ხელისუფლებასთანაა შეკრული, ისე როგორც საზოგადოების უმრავლესობა, და როგორც თქვენი ბელადი საკაშვილი უწოდებს, რუსეთის აგენტები კორუმპირებული, კოლონიზატორი ამერიკელები და ევროპელები… თქვენ მაინც წადით ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში, ეზოებში, სახლებში, ბინებში… “უნდა მივიდეთ ხალხთანო”-თქვენ კი მიდიხართ, მაგრამ ეს ხალხი გელოდებათ? ან გეპატიჟებათ? უნდათ კი თქვენი მისვლა?
თითქმის ყველა, მსოფლიოში არსებულ ენაზე ითქმება „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!“…მეცინება, მაგრამ ძნელად წარმომიდგენია თქვენ, რომ ვინმე გეუბნებათ ამ სიტყვებს, ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ ძნელი წარმოსადგენია თქვენ გეუბნებიან ჯერ „კეთილი იყოს“ და მერე „ თქვენი მობრძანება!“…მეცინება!
…ისე თქვენ შემოვლაზე მყოფები, რას ეუბნებით ხალხს?
…მოდით ამ ერთხელაც წამოდით პარლამენტთან, მაგარი გამოსვლები და დაპირებები გვექნება-მუქარა, ყვირილი, სტვენა, ტანსაცმლიდან ამოვარდნები, ცეკვა-სიმღერა, ფერადი კვამლები, სხადსახხვა დროშები! შეიძლება პარლამენტიდან წავიდეთ ფეხით „ქართული ოცნების“ ოფისამდე, ან რამდენიმე მანქანით მელიას საპატიმრო ადგილამდე, თუ გაწვიმდა (მაისში წვიმები იცის!), თქვენ შეხვალთ კარვებში, ჩვენ პოლიტიკური ლიდერები გადავინაცვლებთ ჩვენს ტელევიზებში-„მთავარი,“ „ფორმულა“ და „ტვ პირველი“-სადაც სულ გველოდებიან-იქ კი, ვილაპარაკებთ, ვილაპარაკებთ და ვილაპარაკებთ…“ აუუ, იქნებ არ ილაპარაკოთ? ხო, რა გაგიკვირდათ, რასაც თქვენ ლაპარაკობთ, ჯობია არ ილაპარაკოთ!
მოკლედ, ვისაც ამ ქვეყნის დანგრევა, შერყევა, შეტორტმანება, მოკლედ ვისაც რევოლუცია, სააკაშვილის და რუსული თამაში გინდათ მოდით 15 მაისს შეიკრიბეთ!
რომელ წლის 15 მაისს? რა თქმა უნდა წელს, თუ შეიკრიბებით !
თუ ვერ შევიკრიბებით, მაშინ მომავალ წელს ან იმის შემდეგ წელს! ან ვინ გეკითხებათ, ხალხს, შეიკრიბება ოპოზიცია და გადაწყვეტს, როდის შეიკრიბოთ, ბიჭოოს!
ბოლო ბოლო შთამომავლობას იმას მაინც ეტყვით, რომ რუსთაველზე იდექით, მაგრამ თუ იმას გკითხავენ რატომ იდექით, აქ ან გაჩუმდით ან უთხარით, როგორც მაშინ ვერ გიგებდათ ხალხი, ახლაც ვერ გიგებთ ვერავინ”, – წერს ნიკოლეიშვილი.