წუხელ ვაშინგტონში, სენატში, საბოლოოდ გაცამტვერდა ოპოზიციის ორი ძირითადი პარადიგმა, რასაც ემყარება მათი წარუმატებელი საპროტესტო მოძრაობა: „გავრილოვის საჯდომის ერთ სკამში აღმოჩენა“ – 20 ივნისს და ის რომ „არჩევნები გაყალბდა”, – ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„სენატში საქართველოსადმი მიძღვნილ მოსმენაზე მკაფიოდ ითქვა, რომ „ქართული ოცნება“ არის მკვეთრად პროდასავლური და საქართველო რეგიონში ამერიკის საიმედო მოკავშირეა. ვიღაც გავრილოვი არავის გახსენებია და არავის უთქვამს, ეს რა დაემართა ამერიკის ინტერესებს გავრილოვის საჯდომის გამოო.
ასევე აღნიშნეს, რომ არჩევნები იყო დემოკრატიული და ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში, კრიზისი კი რუსებს აწყობთ. არავის უთქვამს, რომ თავიდან უნდა ჩატარდეს არჩევნები, თორემ საქართველოზე ხელს ავიღებთო.
მაინტერესებს, 15 მაისს რას აპროტესტებენ? და მართლა ჰგონიათ რომ ხალხი მივა არარსებული ამ ორი პრობლემის გამო?
„ქართული ოცნების“ კრიტიკაც მოვისმინეთ სენატის კომიტეტის მოსმენაზე, მაგრამ იმ კრიტიკის საპასუხოდ ხელისუფლება მზად არის რეფორმები გაატაროს სასამართლოში, პროკურატურასა და საარჩევნო ადმინისტრაციაში.
მითხარით, რა რჩება საპროტესტო 15 მაისისათვის?“ -წერს მჭედლიშვილი.