„ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის შტაბთან მდებარე სუპერმარკეტის მოლარე სალომე მეტრეველი წუხელ მომხდარ ინციდენტს იხსენებს.
მისი თქმით, ნასვამი და აგრესიული პირები აბუსერიძის შტაბის წინ იგინებოდნენ, რის შემდეგაც მოხდა ინციდენტი.
„დაახლოებით 23.00 საათზე რამდენიმე აგრესიულმა პირმა იყიდა ენერგეტიკული სასმელი. იყვნენ აგრესიულები და ნასვამები. ამ პირებმა დაიწყეს „ქართული ოცნების“ მისამართით გინება, რის შემდგომაც მოხდა ინციდენტი“,- ყვება სალომე მეტრეველი.
კომენტარები