ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“შეხედეთ ამ შეშინებული, საწყალი არსების სახეს, მოსამართლეობა რომ დააბრალეს. ნეტავ ახლა კრუნჩხვა მოეხსნა ბატონს? ბედნიერია? “თავდაცვის სამინისტროს წამლის შეძენის ფული არ აქვსო”, – პირველი რაც ირაკლიმ გააკეთა, ჯანდაცვის საუკეთესო, 100%-იანი დაზღვევა იყო ჯარისკაცებისთვის და ამერიკელების და ევროპელების დახმარებით პირველივე დღეს ზრუნვა კიდურებდაკარგულ ადამიანებზე დაიწყო. “ექიმობა” პირველ ადგილზე დააყენა, მაგრამ მისი კომპეტენცია რაც იყო, – სტრატეგიული, მასშტაბური ქვეყნის ძლიერებისთვის არაფრით არ უნდოდათ მაფიოზ მმართველებს, ნეტავ რატომ? ხიდაშელი იურისტია, მისი ქმარიც, ჩაიხედონ საქმეში დეტალურად. დაუდგეს გვედრით ამ უდანაშაულო ადამიანებს.”-წერს ფანჯიკიძე.
კომენტარები