არ დარჩენილა არცერთი კვლევა, მათ შორის არც ოპოზიციის მიერ დაფასებული ორგანიზაციების, სადაც ხალხი პირდაპირ ეუბნება ოპოზიციას, რომ პარლამენტია ის ადგილი სადაც უნდა ვიდავოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ „ქრონიკას“ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შეფასებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 42% სრულიად არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას.
„არა მარტო IRI (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) და NDI (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი) ერთ მხარეს დარჩა ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც ამბობენ რომ არჩევნები არ გაყალბებულა. არამედ საერთაშორისო სტანდარტით ჩატარდა. მეორე მხარეს დარჩა „ნაცმოძრაობა“. ბრიუსელსა და ვაშინგტონში სხვა პოზიცია აქვთ, ამასთან დაკავშირებით სხვა პოზიცია აქვთ კახეთის გზატკეცილზე“, – აცხადებს ვოლსკი.