ნიკა მელია ამბობს, რომ პატიმრობაში დატოვებენ, მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ გამოუშვებენ, სჯობს, ჩამოყალიბდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლო არის ობიექტური და შესაბამისად, გადაწყვეტილებასაც ობიექტურს მიიღებს.
სასამართლო არის ობიექტური და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. სასამართლომ რომ გამოუშვას, ესეც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება? სიტუაციის განმუხტვის გასაღები როგორც აქამდე, ასევე მომავალშიც თავად მელიას ხელშია. თუ მელიას მაღალი პოლიტიკური შეგნება აქვს და პასუხისმგებლობა, როგორც ძლიერი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელს, მან პოლიტიკურ პროცესებს ხელი უნდა შეუწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც სასამართლო და ვერც სხვა ინსტიტუცია ვერ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.