ინდონეზიაში, კუნძულ იავას აღმოსავლეთით ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ინდონეზიის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და გეოფიზიკური სააგენტოს ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრე 6.7 მაგნიტუდას შეადგენდა, – წერს Anadolu.
ხელისუფლებას ცუნამის საფრთხე არ გამოუცხადებია. ჯერჯერობით უცნობია, მოჰყვა თუ არა მიწისძვრას მსხვერპლი ან ზარალი.
კომენტარები