ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პარტია “ევროპული საქათველოდა” ყველაზე რეიტინგული ლიდერების გასვლას ეხმაურება:
„ევროპულ საქართველოს“ ახალი ხელმძღვანელები ჰყავს. პარტიის ყრილობაზე თავმჯდომარედ გიგა ბოკერია, გენერალურ მდივნად კი აკაკი ბობოხიძე აირჩიეს. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიგი წერეთელი [მასზე ძებნილ ზ.ადეიშვილს უწინ უთქვამს – მონღოლთა შემოსევის დროს რომ ეცხოვრა, ვიცე-ნოინი იქნებოდაო] აირჩიეს.
ეს დაშლილ-დაქუცმაცებული სექტა-პარტია დღეს დატოვეს “რეიტინგულმა” დავით ბაქრაძემ, ხაზინის ქურდმა გიგი უგულავამ [კარი გაიჯახუნა და ჰრქუა: გიგა ბოკერიასთან ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა, ის, რაც მისთვის პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილებაა, ჩემთვის ლამაზად შეფუთული უპასუხისმგებლობაა] და საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობმა სხვა წვრილფეხობამ – გაბაშვილი, თარგამაძე, თარხნიშვილი, ნადირაშვილი და ა.შ.
სავარაუდოდ, დანაკლისს “სირცხვილიას” და მსგავსი მარიონეტი აქტივისტებისგან შეავსებენ. ბობოხიძის, (თ)ოთო კახიძის, წერეთლისა და მსგვასთა რეიტინგით შორს ვერ წავლენ.
წარმატებები ამ სექტა-პარტიას და სააკაშვილის სხვა გადმონაშთებს შემდგომ დაშლა-გაქრობაში!” – წერს აბაშიძე