სამების საკათედრო ტაძარში დღეს ტრადიციულად საკვირაო წირვა გაიმართა. ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და მოსაყდრესთან ერთად აღავლინა.
ქადაგებით მრევლს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიო მუჯირმა მიმართა.
„ეშმაკების დამარცხება მხოლოდ მათთან შებრძოლებით, შეწინააღმდეგებით შეიძლება, რათა არ მივიღოთ ის, რასაც დემონები გვკარნახობენ. ეს ბრძოლა ღვთის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთი შეგვეწიოს. ამიტომ ამბობს უფალი, რომ მარხვითა და ლოცვით განვალს ნათესავი ესე“ – აღნიშნა პატრიარქის მოსაყდრემ.
კომენტარები