ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მიზეზად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში არსებული დარღვევები დასახელდა.
ირაკლი ჯინჭარაძე აცხადებს, რომ საკრებულოში ხმაურიანი განცხადებების გამო „დასაჯეს“.„თანამდებობიდან გათავისუფლებას ვუკავშირებ ჩემს განცხადებას სანაპიროს გასხვისებაზე. აუდიტის დასკვნა დიდიხანია ცნობილია და იქ მნიშვნელოვანი დარღვევები არ არის. არაფერი დამიშავებია და მომიპარავს. თითქოს რაღაც შეცდომა ნახეს.. საკრებულოში გაკეთებული განცხადებების გამო დამსაჯეს და ეს მოსალოდნელიც იყო. მე სამსახურს ვნახავ, არ გამიჭირდება… ეს არის მათი დასასრულის დასაწყისი“,- განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ.
კომენტარები