მოლოდინი მაქვს, რომ რადიკალურ ოპოზიციაშიც გამოჩნდებიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ან ინდივიდუალურად ან ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ საკანონმდებლო საქმიანობა დაიწყონ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების განახლებამდე ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ხვდებიან. კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი ჯერ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, შემდეგ კი „ლელოს“ ლიდერებს შეხვდნენ.
კომენტარები