დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად გორში იმყოფება.
მან სამხედრო ჰოსპიტალი მოინახულა, სადაც იმუნიზაციის პროცესს გაეცნო, რის შემდეგაც კლინიკა „გორმედის“ ხელმძღვანელობასა და მედპერსონალს შეხვდა. „გორმედს“ კოვიდკლინიკის სტატუსი აქვს და ქსელის სამივე კლინიკაში ამჟამად 25 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
გამყრელიძე გორში ასევე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალურ წარმომადგენლებს, წითელი ჯვრის მოხალისეებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს შეხვდება.
კომენტარები