მსახიობი და ტელეწამყვანი, შორენა ბეგაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადებას ავრცელებს.
“ბინა კრედიტით მაქვს, გადაამოწმეთ, გეხერხებათ, რომც გავყიდო ბანკში უნდა ჩავრიცხო, მანქანა, შუბა და ყველაფერი იყიდება, მოდით და იყიდეთ. ასეთი ხალხის გამო ვიკავებდი თავს ძვირადღირებულ მკურნალობაზე და თვე და ორი კვირა ვუყურებდი სიცხიან ბავშვს, ტკივილები როგორ ტანჯავდა, ყოველთვის ისე ვცხოვრობდი რომ არავის წამოსაყვედრებელი არ მქონოდა რამე. პირიქით, აქეთ ვეხმარებოდი როგორც შემეძლო. მე კიდევ დავიწყებ ნულიდან ცხოვრებას და უკეთესი ჯიპიც მეყოლება და შუბაც და ბევრი ის ნივთი, რომელიც უკვე გაიყიდა. ეხლა რომცა გაქექოთ ჩემი ცხოვრება, გეტყვით რომ ევას საოპერაციოდ ამზადებენ. ბოლო ორი თვის მანძილზე მეოთხე ოპერაციას უკეთებენ. მაინც ყველაზე ლამაზია. მადლობა მერია, ჯანდაცვის სამინისტროს და ნუკის და კახა კალაძეს. მათი წყალობით ევას პირველი ოპერაციის ნახევარი დაფინანსდა და არ გეგონოთ მარტო ჩემ შვილს აფინანსებენ. ბევრი ქართველი წევს აქ მათი დახმარებით. მადლობა ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც აქ ყურადღებას არ გვაკლებენ. წინ რთული დღეებია, მაგრამ კარგად იქნება ჩემი გოგო, უნდა გაიაროს და იცეკვოს ისევ, უნდა მომპაროს ფეხსაცმელი და გამიფუჭოს. მადლობა რომ მარტო არ დამტოვეთ”, – წერს შორენა ბეგაშვლი