შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დმანისში მომხდარი დაპირისპირებისას მძიმედ არავინ დაშავებულა.
გომელაურის თქმითვე, დაშავებულებს შორის არიან სამართალდამცავებიც.
„როგორც ვიცი, არიან დაშავებულები. მადლობა ღმერთს, რომ არც მოქალაქეების მხრიდან და არც პოლიციელების მხრიდან, მძიმე დაშავებული ჯერჯერობით, როგორც ინფორმაცია გვაქვს, არავინ არის, პატარ-პატარა დაზიანებები აქვთ და მადლობა ღმერთს, რომ მართლა ამით გადავრჩით“, – განაცხადა გომელაურმა.
კომენტარები