თბილისის მერიის მიერ განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ კახი კალაძის მერობისას დაწყებული სატრანსპორტო პოლიტიკის გაგრძელება აუცილებელია.
„რომ არა ის სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც კახი კალაძის მერობის შემდეგ დაიწყო, სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებოდით. შეიძლება, სატრანსპორტო კოლაფსის წინაშეც აღმოვჩენილიყავით. აღნიშნული სატრანსპორტო პოლიტიკის ამგვარად გაგრძელება უზრუნველყოფს იმას, რომ დედაქალაქში ეს პრობლემა, საბოლოოდ, მოგვარდება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
კომენტარები