სენაკში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა სენაკის სოფელ ხორშთან საავტომობილო გზაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. ფეხის არეში დაჭრილი მამაკაცი ჯერ სენაკის კლინიკა „არქიმედეში”, შემდგომ ქუთაისში გადაიყვანეს.
ექიმის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
კომენტარები