ექსპერტი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში დღეს არა თამაზ მეჭიაურის, არამედ მეჭიაურის კრიტიკოსების პრობლემაა, რომლებიც ქართული პოლიტიკისთვის ხორცმეტები არიან და უბედურების მეტი არაფერი მოაქვთ.
როგორც მან დღეს „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, მეჭიაურს ის დიდი ხანია იცნობს. მისი აზრით, მეჭიაურს დღეს აქვს იმის შანსი, რომ მაჟორიტარ-დეპუტატად იყაროს კენჭი.
„მეჭიაური წესიერი ადამიანია. შეიძლება ჰქონდეს თავისი შეხედულება, მაგრამ არასდროს იქნება კონექტურას დაქვემდებარებული და არასდროს იქნება ვინმეს მსახური. თამაზ მეჭიაურის კრიტიკოსებს შეუძლიათ თავისკენ მიიპყრონ მზერა და დაინახონ, თუ რამდენად სასაცილოები არიან.
მეჭიაურის კრიტიკას არავისთვის არაფერი მოუცია. 20 წელია ეს ჯგუფი ხელისუფლებაშია და მათგან არანაირი სარგებელი არ არის. თამაზ მეჭიაური, არც პოლიტიკურ პარტიაზე იყო ოდესმე დამოკიდებული და არც ვინმეს წყალობაზე. ის თვითონ მიხედავს მის საქმეს. ვფიქრობ, მას აქვს შანსი, რომ მაჟორიტარ დეპუტატად იყაროს კენჭი და როგორც არაერთხელ დაუპრისპირდა ხელისუფლებას და მოიგო არჩევნები, შეუძლია ახლაც ასე მოიგოს. საქართველოში მეჭიაურის პრობლემა არ არის. საქართველოში მეჭიაურის დღევანდელი კრიტიკოსების პრობლემაა. ქართულ პოლტიკაში ისინი ხორცმეტები არიან და უბედურების მეტი არაფერი მოაქვთ“,- განაცხადა გიორხელიძემ.
„კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას მან პაატა ბურჭულაძეზეც გააკეთა კომენტარი. მისი განცხადებით, ბურჭულაძეს, ისევე როგორც მის მომხრეებს, სრული უფლება აქვთ, მოსწონდეთ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ალიანსიც კი შექმნან, პრობლემა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული პროპაგანდის ხარისხია, საზოგადოებაზე ნეგატიურად მოქმედებს.
გიორხელიძე სკეპტიკურად უყურებს საპარლამენტო არჩევნებს და აცხადებს, რომ დღეს ისეთივე გარემოა შექმნილი, როგორც ეს წლების წინ იყო, მიზეზი კი ის არის, რომ არ არსებობს კონკრეტული საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის მძიმე კრიზისიდან გამოყვანა. მისივე განცხადებით, 2016 წლის არჩევნები იგივე ტიპის არჩევნებია, რაც ქვეყანაში ბოლო 20 წელის მანძილზე ტარდება და სერიოზული რეფორმები ქვეყანაში მოსალოდნელი არ არის.
დემურ გიორხელიძე – თამაზ მეჭიაური არასდროს იქნება ვინმეს მსახური
2016/05/17 14:21:03
კომენტარები
ნანახია: 2015 ჯერ