დათო არჩვაძემ და ნანა ცინცაძემ „ქართული ხმების“ სოლისტის, ზურა ბაკურაძის გარდაცვალების შემდეგ, მას ერთობლივი სიმღერა დაუწერეს.
ახლა უკვე სტუდიაში არიან და ჩაწერის პროცესი მიმდინარეობს.
დათო არჩვაძეს ამ მიძღვნაში კომპოზიტორი და პიანისტი, ზვიად ბოლქვაძეც შეუერთდა.
დათო წერს:
„ზური, შენი სიმღერა მზად არის.
შენს საყვარელ სტუდიაში მარიამ ქაცარავასთან, ნანა ცინცაძის ლექსზე, ჩემი და შენი საყვარელი და საამაყო ძმის და მუსიკოსის, ზვიად ბოლქვაძის საოცარი აკომპანემენტით…
რეპეტიციაზე ბიჭების დასაბარებლად ინსტინქტურად, პირველ რიგში, შენი ნომერი ავკრიფე და მერე გამოვერკვიე, თუ რას ვაკეთებდი… და სამწუხაროდ, უშენოდ ვერავინ მოვიდა და გაბედა სიმღერა „ყელში ბურთით“… ვერ შევძელით ამ ეტაპზე და ეს ლოგიკურიც არის“.
კომენტარები