ამ ეტაპზე საქართველოში 620 კოვიდინფიცირებული პატიენტის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის, თბილისში – 311, აჭარაში – 31, იმერეთში -145. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 159 პირი, მათგან თბილისში – 110, აჭარაში – 7, იმერეთში – 8.
747 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 553 – თბილისში, 182- აჭარაში. 6 409 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 369 048 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 353 612, გარდაიცვალა 5 347 პაციენტი.
კომენტარები