რუსთაველის გამზირზე “პატრიოტთა ალიანსი” აქციას მართავს. აქციის მონაწილეები ხატებით მსვლელობას მართავენ.
ისინი “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს აპროტესტებენ.
“ეს არის პატრიარქის და ქართული ეკლესიის მხარდასაჭერი აქცია. ვაპროტესტებთ იმ ბინძურ კამპანია, რაც ქართული ეკლესიის და საქართველოს წინააღმდეგ არის მართული, ეს უკავშირდება რა თქმა უნდა, პრაიდის ღონისძიებებს,”- განაცხადა აქციის ერთ- ერთმა ორგანიზატორმა ირაკლი ლომიამ.
მსვლელობა ოპერის მიმდინარე ტერიტორიიდან დაიწყო, ახლა აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან ქაშუეთის ტაძრისკენ მიემართებიან, სადაც როგორც თავად ამბობენ, პარაკლისს გადაიხდიან.
კომენტარები