ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავარ გამოწვევად პანდემია დაასახელა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ იმ რესურსების გათვალისწინებით, რაც მას გააჩნია, საკმაოდ ეფექტურად მართა.
“ჩვენ შევძელით და საკმაოდ ეფექტურად ვმართეთ კოვიდ პანდემია. ამ კომპონენტში მე არასდროს არ მინდა რომ დაგვავიწყდეს, თუ რა რესურსები გვქონდა, რისი შესაძლებლობები გვქონდა და რა რესურსების საშუალებით რა შედეგები დავდეთ. ყველაზე დიდი წარმატება არის ვაქცინაციის პროცესის 5 ივლისიდან დაწყება ქვეყანაში და მე ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ საზოგადოება აქაც იქნება მაქსიმალურად სოლიდარული. მთავრობამ, თავის მხრივ, იზრუნა და ჩვენ გვაქვს ამ ეტაპისთვის უკვე შესყიდული 3 მილიონ დოზამდე და დონაციით მიღებული 100 000 დოზაზე მეტი ვაქცინა. აქედან გამომდინარე, ამ პროცესს საფრთხე არ ემუქრება დეფიციტის შექმნის კუთხით,“ – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.