სამების ტაძრის არქიმანდრიტმა, იოანემ პატრიარქის სახელით გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს მიუსამძიმრა.
მამა იოანე ლექსო ლაშქარავას ოჯახში იმყოფებოდა. მან გარდაცვლილის ოჯახს სამების ხატი გადასცა და სანთლები დაანთო.
მისი თქმით, პატრიარქი მომხდარს ძალიან განიცდის. უწმინდესის სურვილი იყო, მამა იოანეს პანაშვიდი ჩაეტარებინა და ოჯახისთვის სამძიმარი ეთქვა.
ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავდა, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
კომენტარები