აშშ-ში, კალიფორნიის პატარა, მთიანი ქალაქი გრინვილი ხანძარმა ფერფლად აქცია, – წერს Associated Press-ი.
„ეს იყო ადგილი, სადაც მეზობლები ერთმანეთს ეხმარებოდნენ, მთავარ ქუჩას ფერად კალათებში ჩარგული ყვავილებით ალამაზებდნენ, სადაც მწერლები, მუსიკოსები და ქათმის ფერმის მუშები ერთად ტრიალებდნენ. ახლა კი, ეს ქალაქი ფერფლადაა ქცეული“, – წერს ჟურნალისტი.
დამწვარია ხის ასწლოვანი სახლები და ავტომობილები. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
კომენტარები