ვლადიკავკაზში ჟანგბადის სისტემის დაზიანებას 47 წლიდან 85 წლამდე მძიმე მდგომარეობაში მყოფი 9 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, ავარიის მომენტისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში სულ 71 პაციენტი იმყოფებოდა.
ავარია გუშინ საღამოს მოხდა. დღეს კი, ჩრდილოეთ ოსეთის ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ჟანგბადის სისტემის მიწოდება აღდგა.
რესპუბლიკაში ყაბარდო-ბალკარეთიდან, სტავროპოლიდან და კრასნოდარიდან ჩაიტანეს ჟანგბადის სისტემები.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
კომენტარები