ბენგალის ყურეში ჩაიძირა სათევზაო ნავი, რომელშიც 41 ადამიანი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ისინი ეთნიკური ჯგუფის, როჰინჯას წარმომადგენლები იყვნენ, – ამის შესახებ Al Jazeera წერს.
მიგრანგები ბასან ჩარის ბანაკიდან გაქცევას ცდილობდენ. ნავის ჩაძირვის შემდეგ, 14-მა ადამიანმა ბანაკში უვნებლად დაბრუნება შეძლო, თუმცა 27 ადამიანი, სავარაუდოდ, დამხრჩვალია.
ბასან ჩარის ბანაკი 40 კვადრატული კილომეტრის ფართობის კუნძულზეა გაშენებული, სადაც ლტოლვილები ცხოვრობენ. მათ შორის, უმრავლესობა როჰინჯას წარმომადგენელია. ბანგლადეშის მთავრობის გეგმის მიხედვით, კუნძულზე 100 ათასამდე როჰინჯა მუსლიმი უნდა დაასახლონ.
როჰინჯა ეთნიკური ჯგუფი, მიანმარის ერთ-ერთი ეთნიკური უმცირესობაა. 2017 წელს, მიანმარის ხელისუფლებამ მათ გაეროს ჰუმანიტარული დახმარება დაუბლოკა და გადაწყვეტილება უსაფრთხოების აუცილებლობით ახსნა. ბანგლადეშში გაქცევის მსურველი როჰინჯების რიცხვი შეუქცევადად იზრდება, თუმცა მათ არც ბანგლაშში აქვთ თავის რჩენის საშუალება.