დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ავღანელ სტუდენტებს სტიპენდიები შესთავაზა. მათ მომდევნო თვიდან უკვე ბრიტანეთში უნდა ესწავლათ, თუმცა, ახლა ეუბნებიან, რომ სასწავლებლებში მოპოვებულ ადგილებს ვეღარ მიიღებენ, – ამის შესახებ BBC წერს.
Chevening-ის სტიპენდიები, რომლებიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან, მაგისტრატურაზე სწავლა ბრიტანეთში გააგრძელონ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ფინანსდება.
უწყების ცნობით, ავღანეთში არსებული დაძაბული ვითარების გამო, სტუდენტების გამგზავრებისა და სწავლისთვის საჭირო მოსამზადებელი საქმეები დროულად ვერ გვარდება და დრო წლის ბოლომდეა საჭირო. საუბარია საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაზე.
გადაწყვეტილებას მრავალი კრიტიკოსი გამოუჩნდა. მათი თქმით, ამორალურია, როცა დაძაბულ ვითარებაში, სტუდენტებს სხვა ქვეყანაში გამგზავრებასა და სწავლაზე უარს ეუბნებიან.