ნიგერის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე სოფელზე თავდასხმის შედეგად, უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა 37 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
თავდასხმა ბანიბანგუს დასახლებაში მოხდა, სადაც ისლამისტმა მებრძოლებმა გასულ წელს ასობით ადამიანი მოკლეს.
ორგანიზაცია Human Rights Watch-ის მონაცემებით, შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ტილაბერისა და ტაჰუას რეგიონში მხოლოდ მიმდინარე წელს 420 ადამიანი მოკლეს, ათობით ათასი პირი კი, იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა.
კომენტარები