ციციშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის მათთან 86 კოვიდინფიცირებული ბავშვი და 67 მშობელი მკურნალობს.
„რეანიმაციის განყოფილებაში ადგილი არაა, წევს 25 პაციენტი, მათგან 3 განსაკუთრებით მძიმეა. ერთი არის 27 დღის ახალშობილი, ერთი 19 დღის ახალშობილი. ორივე მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მათი მდგომარეობა ძალიან მძიმეა“, – აცხადებს მაია ჩხაიძე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 540 449 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 476 555, გარდაიცვალა 7175 პაციენტი.
კომენტარები