თალიბებმა ავღანეთში ჰაერში სროლა აკრძალეს – თალიბანმა აღნიშნული აკრძალვა ავღანეთის მთლიან ტერიტორიაზე გამოაცხადა.
აღნიშნული აკრძალვა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც უწესრიგო სროლის შედეგად გარდაიცვალა და დაშავდა 70-ზე მეტი ადამიანი. სროლა მას შემდეგ განხორციელდა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია პროვინცია პანჯშერის აღების შესახებ.
სამხედრო პირებს ნაბრძანები აქვთ დააკავონ და განაიარაღონ ის პირები, რომლებიც ჰაერში სროლას განახორციელებენ.
კომენტარები