ერაყში, ქალაქ კირკუკის სამხრეთით, ალ-რაშადის რეგიონში, თავდასხმა მოხდა, რა დროსაც, 12 პოლიციელი მოკლეს, – ამის შესახებ Al Jazeera წერს.
შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა ჯერ პოლიციელებთან დაიწყეს დაპირისპირება, რა დროსაც 3 ოფიცერი მოკლეს. ორსაათიანი შეტაკების შემდეგ კი, დაპირისპირება უფრო გამწვავდა და ადგილზე დამატებით გამოცხადებული სამართალდამცველები გზის პირას, განზრახ დამონტაჟებულ ასაფეთქებელ მოწყობილობებზე აფეთქდნენ. დაჭრილია სამი პოლიციელი, ერთი კი დაკარგულად მიიჩნევა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდასხმის უკან „ისლამური სახელმწიფო“ დგას.
კომენტარები