ავღანეთში წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი აჰამად მასუდი მოქალაქეებს ამბოხისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
აუდიოჩანაწერში, რომელიც მასუდმა სოციალური ქსელებით გაავრცელა, ყვება, რომ თალიბები მის მებრძოლებს რელიგიური ლიდერების თხოვნის მიუხედავად, თავს დაესხნენ და მისი ოჯახის წევრებიც დახოცეს.
19-წუთიან ჩანაწერში მასუდი აკრიტიკებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომელმაც „თალიბანის“ ლეგიტიმაციას შეუწყო ხელი. წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი აცხადებს, რომ მისი მებრძოლები კვლავ რჩებიან პანჯშირის ხეობაში და „თალიბანთან“ ბრძოლას გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, მანამდე „თალიბანის“ პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ისინი პანჯშირის რაიონს სრულად აკონტროლებენ.
კომენტარები