ესპანეთში, კუნძულ ლა პალმასა და ლა გომერაზე 30-მდე რეისი გაუქმდა. მიზეზი ვულკვანური კვამლია.
ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება არაერთმა კომპანიამ, მათ შორის, Iberia-მ, Binter-მა, Canaryfly-მ და Vueling-მა მიიღეს.
ვულკანმა, რომელიც კვირას ამოიფრქვა, 400-მდე სახლი და ჯამში, 200 ჰექტრამდე მიწა გაანადგურა. 6 ათასამდე ადამიანს საცხოვრებლის დატოვება მოუწია. განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც.
ბოლო 50 წლის განმავლობაში, კანარის კუნძულებზე ვულკანი კუმბრე ვეხა პირველად ამოიფრქვა.
კომენტარები