სომხური მედიის ინფორმაციით, დაკავებულია ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით ტონოიანი. გავრცელებული ცნობით, ამ დროისთვის თავდაცვის უწყების ყოფილი ხელმძღვანელის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.
გაზეთ „ჰრაპარაკის“ ინფორმაციით, პარალელურად ჩხრეკა მიმდინარეობს სამხედრო ავიაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ავეტიკ მურადიანისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, სტეფან გალსტიანის ბინებში.
სტეფან გალსტიანი სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში გამოიძახეს. როგორც ჩანს, ეს ქმედებები ხორციელდება სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში იარაღის მიწოდების შეთანხმებებთან დაკავშირებით. დავით ტონოიანი სომხეთის თავდაცვის მინისტრად 2018-2020 წლებში მუშაობდა.
კომენტარები