ფრანგი ბიზნესმენი, Adidas-ის ყოფილი მფლობელი და საფეხბურთო კლუბ „ოლიმპიკის“ ყოფილი პრეზიდენტი ბერნარ ტაპი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბიზნესმენი 78 წლის იყო, მისი გარდაცვალების მიზეზი კი ონკოლოგიური დაავადება გახდა.
ტაპი საფრანგეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო. ბიზნესის გარდა, ის პოლიტიკაშიც იყო ჩართული. პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანის მთავრობაში ქალაქების განვითარების საკითხების მინისტრად მუშაობდა, იყო ევროპარლამენტის წევრიც.
კომენტარები