ლიბანში, Zahrani-ს საწვავის შემნახველ ავზს ცეცხლი გაუჩნდა. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე არ არსებობს, თუმცა, მეხანძრეები ლიკვიდაციის სამუშაოებს აგრძელებენ, – ამის შესახებ Al Jazeera წერს.
უცნობია, რის გამო გაუჩნდა საწვავის ავზს ცეცხლი. ადგილზე 30-მდე სახანძრო ავტომობილი მუშაობს.
مراسل "الجديد": إندلاع حريق كبير قرب منشآت النفط في #الزهراني أعقبه صوت دويhttps://t.co/RNZzkA6Wkn pic.twitter.com/PQlLnSS1d8
— قنـــاة الجـــديـــد (@ALJADEEDNEWS) October 11, 2021
კომენტარები
