ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ამ დრომდე არ აცრილა, საფეხბურთო სტადიონზე შესვლის უფლება არ მისცეს, – ამის შესახებ Business Today წერს.
სტადიონთან, სადაც ერთმანეთს „სანტოსი“ და „გრემიო“ უნდა დაპირისპირებოდნენ, ქვეყნის პრეზიდენტს განუმარტეს, რომ, წესების თანახმად, ის ან აცრილი უნდა ყოფილიყო, ან – PCR ტესტის პასუხი წარედგინა.
მსგავსი რამ ბრაზილის პრეზიდენტს სექტემბერშიც შეემთხვა – აუცრელობის გამო, ის ნიუ-იორკში მდებარე პიცერიაში არ შეუშვეს, რის გამოც ქვეყნის მეთაურს ქუჩაში ჭამა მოუწია.
ჟაირ ბოლსონარუმ ვაქცინაციაზე უარი რამდენიმე თვის წინ თქვა და სხვებსაც მოუწოდა, არ აიცრან.
კომენტარები
