ავტოსაგზაო შემთხვევას ნეპალში, სულ მცირე, 28 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა.
სატრანსპორტო საშუალებით 45 ადამიანი მგზავრობდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში ვერტმფრენით გადაიყვანეს.
მაშველები ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მგზავრებს ამ დრომდე ეძებენ.
კომენტარები