მშვიდობიანი განვითარება, ღირსება, თავისუფლება ეს არის ის ფასეულობები, რომელიც აქვს ჩვენს მოქალაქეებს. დღეს მნიშვნელოვანი იყო, რომ კიდევ ერთხელ გაგვევლო ხაზი, რომლის იქითაც იქნებოდა ბოროტება, ცილისწამება, რომელსაც სამწუხაროდ დღესაც ვისმენდით ჩვენი ოპონენტების მხრიდან, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი შეკრების შემდეგ „ქრონიკას“ განუცხადა.
„დღეს, საზოგადოებამ ჩვენ უფრო ბევრი რამ გვითხრა, გვამხნევებდნენ და გვაგულიანებდნენ. ეს აქცია მნიშვნელოვანი იმითაც, რომ ხალხმა ერთმანეთი კიდევ შეაგულიანა. ყველა უნდა მოვემზადოთ 30 ოქტომბრისთვის, რომ გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ. დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ხალხს უნდა არჩევანი, რომელიც 2 ოქტომბერს გაკეთდა ბოლომდე მიიყვანოს. მიჭირს გავიხსენო, ბოლო პერიოდში როდის იყო ამხელ მასშტაბის შეკრება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.