„ლელოს“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, ის არ აპირებს, პარლამენტი დატოვოს.
როგორც ჯაფარიძე აცხადებს, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც თბილისის მერის მოადგილეობაზე გამოთქვა მზადყოფნა.
„მამუკამ გააკეთა განცხადება, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც გამოთქვა მზადყოფნა მერის მოადგილეობაზე. მე არ ვაპირებ პარლამენტის დატოვებას იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს ვალდებულება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
კომენტარები