შანხაის „დისნეილენდში“ ჩაკეტეს 33 863 ადამიანი, მას შემდეგ რაც ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
ათი ათასობით ოჯახი რამდენიმე საათის განმავლობაში ტესტირების რიგში იდგა და პარკის დატოვების უფლება სტუმარს მხოლოდ ტესტის ნეგატიური პასუხის შემთხვევაში ეძლეოდა. აღსანიშნავია, რომ არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა პარკი მუშაობას მხოლოდ 2 დღის შემდეგ განაახლებს.
შანხაიში მომხდარი შემთხვევა პანდემიის მიმართ ჩინეთის „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის მაგალითია. მაშინ როცა მსოფლიოს სხვა ქვეყნები შეზღუდვებს ამსუბუქებენ ან ახალ რეალობასთან ადაპტირებას ცდილობენ, ჩინეთი კოვიდის შეჩერებისთვის კვლავ მკაცრ ზომებს ირჩევს. ამასთანავე, ქვეყანაში ვაქცინაციის დონე 80%-ს აღემატება.
კომენტარები