სამარცხვინოები არიან, როდესაც ხელისუფლება მოშიმშილე პატიმარს მოუწოდებს გაასაჯაროოს, რა სითხეს იღებს ის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და დეპუტატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
„ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცი, მიხეილ სააკაშვილი სითხეს იღებს მხოლოდ, წყალსა და ჩაის. ამაზე არის ახლა საუბარი? სირცხვილია უბრალოდ. საზოგადოება კარგად ხედავს, როგორ ექცევა ხელისუფლება მოშიმშილე პრეზიდენტს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სააკაშვილს არ ეყოფა იმის გამბედაობა, რომ პენიტენციურ სამსახურს თავისი კვების რაციონისა და დღის რეჟიმის გასაჯაროების უფლება მისცეს.
კომენტარები