ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მომავალ კვირას უკრაინის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებას ვაშინგტონში შეხვდება. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრემდივანი ნედ პრაისი ავრცელებს.
„მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას უმასპინძლებს და უკრაინა-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომა გაიმართება.
მიმდინარე და მომავალი კვირის შეხვედრები არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, რუსეთის მიმდინარე აგრესიის წინაშე“, – განაცხადა ნედ პრაისმა.
კომენტარები
