დემოკრატიის სამიტზე, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 9-10 დეკემბერს გამართავს, მიწვეულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, მთავრობის მეთაური დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ სამიტს, რომელიც ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება.
სამიტის გამართვის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში დღეს გავრცელდა. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ მიწვეული ქვეყნის მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
სამიტის დღის წესრიგში მსოფლიოში დემოკრატიის წინაშე მდგარი გამოწვევები იქნება.
კომენტარები