საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წალენჯიხის არჩეული მერს, გიორგი ხარჩილავას წარმატებულ საქმიანობას უსურვებს.
„მინდა, წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს. ერთადერში ოპოზიციური კანდიდატია, რომელმაც არჩევნებში დამსახურებულად გაიმარჯვა. ცენტრალური მთავრობა მზად ვიქნებით, რომ მასთან კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ. რა თქმა უნდა, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, იმდენივეს გავაკეთებ წალენჯიხისთვის და მისი მოსახლეობისთვის, რამდენსაც – სხვა, დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა.
კომენტარები