იტალიაში აქტიურად მიმდინარეობს განხილვები ე.წ. ლოკდაუნის გამოცხადებასთან დაკავშირებით ავსტრიაში აუცრელი მოსახლეობის მიმართ ამოქმედებული შეზღუდვების მაგალითზე. ცნობილია, რომ განხილვების მიმდინარეობისას მოსაზრებები ორად გაიყო.
როგორც უკვე ცნობილია, ავსტრიამ ორშაბათს „ლოკდაუნი“ შემოიღო ქვეყანაში მცხოვრები 2 მილიონი მოქალაქის წინაააღმდეგ, რომლებიც განზრახ უარს აცხადებენ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციაზე.
ამასობაში, გერმანიის მთავრობაც ანალოგიური ღონისძიებების გატარებას აანონსებს აუცრელი პირების მიმართ, ქვეყანაში დაფიქსირებული, რეკორდულად მაღალი ინფიცირების მაჩვენებლის გათვალისწინებით.
იტალიის 20 რეგიონის თვითმმართველობამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ანალოგიურ მკაცრ რეგულაციებს აუცრელი პირების მიმართ ქვეყანაში, სხვა ევროკავშირის ქვეყნების მაგალითზე დაყრდნობით.
მიუხედავად იმისა, რომ იტალიის ზრდასრული მოსახლეობის 84% სრულადაა აცრილი, ქვეყანაში მაინც რჩება 7 მილიონი მოსახლე, რომლებსაც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო იმუნიზაცია არ ჩაუტარებიათ, ეს კი გარკვეულ რისკებს ქმნის. ქვეყანაში ინფიცირების დონე დღითიდღე მატულობს, ხოლო კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილი პირების რაოდენობით იტალია ევროკავშირის ქვეყნებში ლიდერპოზიციას იკავებს.
იტალიის მთავრობა აუცრელი პირების მიმართ „ლოკდაუნის“ შემოღებას განიხილავს
18.11.2021 11:38:38
კომენტარები
ნანახია: 310 ჯერ
