აზერბაიჯანი მარტო არ არის – თურქეთი აზერბაიჯანს მარტო არ დატოვებს, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ.
„შევხედოთ, თუ რა ნაბიჯები გადადგა აზერბაიჯანმა, რომელმაც საკუთარი მიწები დაიბრუნა. რეგიონის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. აზერბაიჯანი ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების ინიციატივით გამოვიდა. სომხეთმა უნდა გაიაზროს, რომ ეს პროვოკაციები უშედეგოა და ის ვერასდროს გამოიღებს შედეგს“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
15 ნოემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანელი სამხედროები ორ ქვეყანას შორის საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა და თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
კომენტარები