პაატა ღვინიაშვილმა სოფიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში ოქროს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
„დიდი სიხარული მოჰგვარა სამბოს ქართველ ქომაგებს საქართველოს ნაკრების წევრმა, ქარელელმა პაატა ღვინიაშვილმა, რომელმაც სოფიაში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე ყველა შეხვედრა აღმავლობით ჩაატარა და დამაჯერებლად მოიპოვა გამარჯვება. არის მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალი!“, – აცხადებენ საქართველოს სამბოს ეროვნულ ფედერაციაში.
კომენტარები