სპეცოპერაცია თბილისსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში – სულ დაკავებულია 10 პირი, ყველა მათგანს ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავებიან. ბრალს არცერთი დაკავებული არ აღიარებს.
თბილისში, სპეცოპერაცია ახვედელიანის ქუჩაზე ჩატარდა, სახლი პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, თეიმურაზ ჟორჟოლიანის ოჯახს ეკუთვნის. “მთავარი არხის” ინფორმაციით, დაკავებულებს შორის მისი შვილი, ბექა ჟორჟოლიანიცაა.
ახლობლების თქმით, გაუგებარია რატომ უნდა ედავებოდეს შსს-ს ჟორჟოლიანს ქურდულ სამყაროსთან კავშირს. უცნობია რა ამოიღო პოლიციამ სახლის ჩხრეკისას.
კომენტარები
