ფილიპინებს ტაიფუნმა „რაიმ“ გადაუარა. როგორც BBC წერს, სტიქიამ 30-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ათობით ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა.
ძლიერმა ტაიფუნმა, რომლის სიჩქარემ საათში 195 კილომეტრს გადააჭარბა, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს ხუთშბათას მიაღწია.
მაშველებს მოსახლეობა საშიში ზონიდან გამოჰყავთ. წინასწარი მონაცემებით, სტიქიამ ფილიპინებს 400 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა.
კომენტარები